2023-2024 წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტების საერთო ღირებულება 5.7 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მსხვილი, 1.2-მილიარდიანი ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის პროექტია.
- მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB,EBRD) – 1,225,395,100 ლარი;
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპნის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) – 901,973,200 ლარი;
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია – მშენებლობა (ADB) – 732,296,500 ლარი;
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) – 582,777,300 ლარი;
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა – 527,170,000 ლარი;
- ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) – 329,630,700 ლარი;
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) – 323,882,800 ლარი;
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა (WB) – 294,000,000 ლარი;
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) (EIB, WB) – 264,992,500 ლარი;
- სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) – 228,721,600 ლარი;
- სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 0-კმ 50 მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა (EIB, EU) – 180,302,900 ლარი;
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა (ADB) – 87,857,400 ლარი.