ბიზნესიდღის სიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

„რომეო და ჯულიეტას“ მსახიობები კინოკომპანია Paramount-ისგან 500 მილიონ დოლარს ითხოვენ

0
გაზიარება

1968 წლის ფილმის „რომეო და ჯულიეტას“ მსახიობებმა, ლეონარდ უაითინგმა და ოლივია ჰასიმ კინოკომპანია Paramount Pictures-ს სექსუალური ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და თაღლითობის გამო სასამართლოში უჩივლეს. მსახიობების განცხადებით, რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ აიძულა მათ, სასიყვარულო სცენები შიშვლებს ეთამაშათ, მაშინ როდესაც წინასწარი შეთანხმებით, ამის გაკეთება არ მოუწევდათ.

72 წლის უაითინგი და 71 წლის ჰასი კინოკომპანიისგან 500 მილიონ დოლარს ითხოვენ. მათი განცხადებით, ეს თანხა შეიცავს როგორც მორალური ზიანის ანაზღაურებას, ასევე იმ შემოსავლებს, რომელიც ფილმმა ამ წლების განმავლობაში მიიღო.
მსახიობების თქმით, გადასაღებ მოედანზე ძეფირელიმ მათ უთხრა, რომ თუ შიშვლად გადაღებაზე უარს იტყოდნენ, ფილმის გადაღება ჩავარდებოდა, მათ მომავალ კარიერებს კი საფრთხე დაემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღების დროს უაითინგი 16 წლის, ჰასი კი 15 წლის იყო. Paramount-ში სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ფრანკო ძეფირელი 2019 წელს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

2024 წლის შემოდგომაზე, გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება

„2024 წლის შემოდგომაზე გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით,…

16 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6866 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0457 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.9577 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!