პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia მიერ -45% დაფინანსების ფარგლებში ქართული ღვინის გილდიამ გამოაცხადა მიღება პროფესიული გადამზადების მოკლე პროგრამაზე „მევენახეობის მოკლე კურსი“.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი საკითხების შესწავლას:
- საქართველოს მევენახეობის რეგიონები და სპეციფიკური მიკროზონები;
- კულტურული ვაზის ჯიშების კლასიფიკაცია გეოგრაფიულ-ეკოლოგიური ზონების მიხედვით;
- ვაზი და გარემო: ბუნებრივი, ეკოლოგიური ფაქტორები;
- გეოგრაფიული მდებარეობა;
საქართველოს მევენახეობის რეგიონების ნიადაგის ტიპები. ნიადაგის ტექსტურა, სტრუქტურა; - ვენახის მექანიზაცია: გამოსაყენებული მანქანა-ტრაქტორები; ყურძნის საკრეფი კომბაინები.
- სავენახე ნაკვეთის მომზადება, ნიადაგის დამუშავება, განოყიერება;
- ვაზის ინდივიდუალური და მუდმივი საყრდენი სისტემები და მათი მოწყობა; სარწყავი სისტემები.
- ვაზის სხვლა – ფორმირების ვადები, წესები; ვაზის შეყელვა (დაკავება),
აგროტექნოლოგიური ღონისძიებები, ვაზის მწვანე ოპერაციები; მწვანე რთველი; - ვაზის მავნებლები და დაავადებები; მცენარეთა დაცვა ინტეგრირებული მეთოდებით, ქიმიური და ორგანული საშუალებების გამოყენების უსაფრთხოების წესები
- ბიო (ორგანული), ბიოდინამიური და ნატურალური მევენახეობის თავისებურებანი; ბიო პროდუქციის წარმოების ინსპექტირება, სერტიფიცირება და ბაზარზე განთავსება.
- რთველის დაწყების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა; რთველის ორგანიზება; ყურძნის დახარისხება: სასუფრე და საქიშმიშე ჯიშების ყურძნის კრეფა და შენახვა.პრაქტიკა:
“სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ – ქართული ადგილობრივი და ინტროდიცირებული ვაზის ჯიშების საკოლექციო ნერგების დათვალიერება, დესკრიპტორების გაცნობა; ვენახში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობა.
პროგრამის ხანგრძლივობა – 3 თვე
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (არასამუშაო საათებში)
კურსის საფასური — 1550 ლარის ნაცვლად — 852 ლარი(თვეში 284 ლარი).
პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 23 დეკემბრიდან
ვებ.გვერდზე: www.vet.emis.ge
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორ ენოვანი სერტიფიკატი.
დეტალური ინფორმაციისთვის:
579 210 914; 577 122 118
[email protected]