2022 წელს საქართველოში კვერცხის და რძის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა-ინფორმაცია ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან გახდა ცნობილი.
2022 წლის ბოლოს საქართველოში წარმოებული იყო 74.7 ათასი ტონა ხორცი, მაშინ როცა 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 72.6 ათასი ტონა იყო.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, კვერცხის წარმოება 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 654.8 მლნ-დან 648.9 მლნ-მდე შემცირდა; ასევე შემცირებულია რძის წარმოება და თუ 2021 წლის ბოლოს საქართველოში 587.9 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 574.7 მლნ ლიტრი იყო.