2022 წელს საქართველოში 3 მლნ დოლარის ღირებულების 1 203 ტონა ყვავილები და მათი კოკრები შემოვიდა. ეს თაიგულებისა და დეკორატიული მიზნებისთვის განკუთვნილი ყვავილებია.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ყვავილების იმპორტის ღირებულება 2021 წლის მაჩვენებელს 34.3%-ით აღემატებოდა, ხოლო მოცულობა 36.9%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი რაოდენობის ყვავილები შემოვიდა.
გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ყვავილების იმპორტი სულ 13 ქვეყნიდან განხორციელდა და მთავარი საიმპორტო ბაზარი სომხეთი იყო. TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი საქონლის ღირებულების მიხედვით ასეთია:
1. სომხეთი – 1.2 მლნ დოლარი, 432 ტონა;
2. ეკვადორი – 584 ათასი დოლარი, 198 ტონა;
3. ნიდერლანდები – 495 ათასი დოლარი, 39 ტონა;
4. თურქეთი – 379 ათასი დოლარი, 443 ტონა;
5. კენია – 231 ათასი დოლარი, 73 ტონა.
რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მცირე მოცულობებით ყვავილები ქვეყანაში ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, კოლუმბიიდან, ეთიოპიიდან, ჩინეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და უმნიშვნელო რაოდენობით რუსეთიდან შემოვიდა.
წყარო : Bm.ge