საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 38.5%-ით, იმპორტი კი 25.2%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 38.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 25.2 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარში, 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია.
2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 83.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (87.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (69.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი
(51.9 მლნ. აშშ დოლარი).