დღის სიახლეებისიახლეები

2023 წლის 1-ელი მარტიდან ფულადი გზავნილის მიმღები პირებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება

0
გაზიარება

2023 წლის 1-ელი მარტიდან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს ბაზაში დაცული ინფორმაციის არეალი უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციით ფართოვდება, რომლის მთავარ მიზანს დაკრედიტების პროცესის გამარტივება და მოსახლეობისათვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

ეროვნულმა ბანკმა გასული წლის სექტემბერში საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში შესაბამისი ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. თავის მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებულია ერთი წლის მანძილზე უზრუნველყოს მათსავე მონაცემთა ბაზაში არსებული ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის შენახვა.

ინფორმაცია ძირითადად მოიცავს უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ისეთი მონაცემების მიწოდებას როგორებიცაა:

  • ქვეყანა, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა;
  • გადმორიცხვის თარიღი (თუ ფულადი გზავნილის ტიპი იძლევა ამ ინფორმაციის მოძიების საშუალებას);
  • განაღდების თარიღი;
  • მიმღების პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი);
  • მიმღების მოქალაქეობა;
  • თანხის ოდენობა;
  • ვალუტა.

სესხის გამცემ ორგანიზაციებს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავალზე წვდომა მხოლოდ მათი შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ექნებათ. მონაცემების ბიუროსთვის მიწოდება დამოკიდებულია მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს სურვილზე და სურვილის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე განაცხადოს უარი.

“ცვლილების მიზანია შეუქმნას გზავნილის მიმღებ პირებს მეტი კომფორტი და საშუალება მართონ მათ შესახებ არსებული მონაცემები სურვილისამებრ, რაც მათ შორის გულისხმობს სესხის აღების მიზნით ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ფინტექებისთვის მონაცემების მარტივად გაზიარებას. გზავნილებიდან მიღებული შემოსავალის შესახებ ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ასახვა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დაკრედიტების პროცესის გამარტივებას. შესაბამისად, გაზრდის მოსახლეობისთვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას და დაეხმარება გზავნილის მიმღებ პირებს მათთვის საუკეთესო პირობებით და საუკეთესო პროცენტში მიიღონ სესხი”, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!