დღის სიახლეებისიახლეები

კვირის ბოლოს საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება

0
გაზიარება

კვირის ბოლოს საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება და დაახლოებით ერთ თვეში ევრო რეგულარის ფასი 2 ლარის ფარგლებში იქნება – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

“ჩვენი მოლოდინია, ევრო რეგულარის ფასი ორი ლარს ჩამოსცდეს, ეს აბსოლუტურად რეალისტურია. ყოველ კვირა იქნება ფასების გაიაფება. ჩვენი მოლოდინია, საწვავი ამ კვირის ბოლოს კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. მოსახლეობას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა რატომ არა მყისიერად? – იმიტომ, რომ სხვადასხვა დროს შემოტანილი მარაგები სხვადასხვა ფასისაა და ეს რა თქმა უნდა ეტაპობრივად აისახება. 1 თვის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფასი იქნება 2 ლარის მიდამოებში.თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლება გაგრძელდა და ჩვენს იმპორტიორებს საშუალება ექნებათ უფრო იაფი საწვავის შემოტანის, შეიძლება კიდევ უფრო გაგრძელდეს ფასების კლება,” – განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!