სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, სოფელ შავშვებში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,სამუშაოებზე 200 000 ლარამდე დაიხარჯება – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა ელექტროგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემა, სველი წერტილები, გამოიცვლება კარ – ფანჯრები. დაგეგმილია გარე ფასადის, ასევე პატარა დარბაზის, შესასვლელებისა და ოთახების რეაბილიტაცია. შენობაში მოეწყობა ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის სისტემა.
კულტურის სახლს, სადაც მოზარდების სხვადასხვა სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ ჩატარებია.
პროექტის დასრულების შემდეგ, შავშვებში კულტურის სახლი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება და ბავშვები რეაბილიტირებულ და თბილ შენობაში შეძლებენ დაეუფლონ სახელოვნებო და შემოქმედებით პროგრამებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.