მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin სოციალურ მედიაში ქართული კულინარიის შესახებ პოსტს ავრცელებს. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს
ITB Berlin-ის მიერ გავრცელებულ პოსტში საუბარი ტრადიციულ ქართულ კერძ ხინკალსა და მისი მომზადების წესზეა.
„ამ ფოტოზე ქართულ სპეციალურ კერძს, ხინკალს გაჩვენებთ, რომელიც მრავალფეროვანი შიგთავსისგან და დაკეპილი ხორცისგან შედგება. საქართველო ITB 2023-ის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანაა. გამოფენაზე სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კულინარიული მასტერკლასები.
თუ გსურთ, არამხოლოდ ხინკალი გასინჯოთ, არამედ ისწავლოთ ამ გემრიელი ქართული კერძის მომზადება, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბერლინის გამოფენაზე საქართველოს სტენდს. ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ, თქვენ რას იტყვით?! შევხვდეთ ბერლინში?” – წერს ITB პოსტში.
ITB 2023 ბერლინში 6 მარტს გახსნა.