ტოქსიკური სამუშაო გარემო პირობებისა და სექსუალურ მოძალადე ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირების გამო ჩვენება 4 წლის განმავლობაში არ გამართულა.
ორგანიზაციის ფინანსური დირექტორის, ტიმოთი ჯონსონის განცხადებით კომპანიაში მიმდინარეობს რებრენდინგი, მუშაობენ ახალ გეგმაზე და ,,ვიქტორია სეკრეტი’’ მეტად ვიდრე არასდროს დაუჭერს მხარს ქალთა უფლებებს.
ბრენდს 2021 წელს,,ანგელოზების’’ტიტულის ამოღება მოუწია, რადგან მათ მიიღეს უამრავი კრიტიკა იმის გამო, რომ არ იღებდნენ ყველა ზომის მოდელებს. ეს ნიშნავს, რომ მალე განახლებულ შოუში ახალი სახელები მოგვევლინებიან. ბევრი მოუთმენლად ელის რამდენიმე ცნობილი მოდელის დაბრუნებას, მათ შორის ადრიანა ლიმას, ალესანდრა ამბროსიოსა და ტეილორ მარი ჰილს. ღონისძიების ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ტიმოთი ჯონსონის განცხადებით შოუ 2023 წლის ბოლოს შედგება.