ქვეყნების მიხედვით ბენზინის ტიპის საწვავის ფასები მკვეთრად განსხვავებულია.ყველაზე დაბალი ფასები ნავთობით მდიდარ, ეკონომიკურად განუვითარებელ სახელმწიფოებშია; ენერგორესურსები ყველაზე ძვირად კი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში ფასობს, სადაც მოხმარება თითქმის სრულადაა დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.
მსოფლიოში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 1.30 დოლარს შეადგენს, რაც 3.37 ლარის ტოლფასია. ბენზინის შეძენა ყველაზე იაფად ვენესუელაშია შესაძლებელი, სადაც მისი ღირებულება 0.016 დოლარს შეადგენს ანუ 4 თეთრს.
ყველაზე ძვირი ბენზინი ჰონკონგში ღირს, სადაც მისი საშუალო ფასი 2.94 დოლარს აღწევს, რაც 7.6 ლარის ტოლფასია.
საქართველოში პრემიუმის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 1.04 დოლარს შეადგენს, რაც 2.72 ლარის ეკვივალენტია. საქართველოში ბენზინის ფასი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 65 თეთრით ნაკლებია.
რეგიონის ქვეყნებში ბენზინი ყველაზე ძვირი ამჟამად თურქეთშია (2.82 ლარი), ხოლო ლიტრი საწვავის შეძენა ყველაზე იაფად აზერბაიჯანშია შესაძლებელი, სადაც ბენზინის ფასი 1.53 ლარს შეადგენს.
ქვეყნები,სადაც ბენზინი ყველაზე იაფია:
- ვენესუელა – $0.016 | ₾0.042
- ლიბია – $0.031 | ₾0.081
- ირანი – $0.053 | ₾0.138
- ანგოლა – $0.318 | ₾0.829
- ალჟირი – $0.337 | ₾0.878
- ქუვეითი – $0.342 | ₾0.891
- ეგვიპტე – $0.351 | ₾0.915
- თურქმენეთი – $0.428 | ₾1.116
- მალაიზია – $0.457 | ₾1.191
- ყაზახეთი – $0.481 | ₾1.254
სახელმწიფოები, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირია:
- ჰონკონგი – $2.942 | ₾7.668
- სირია – $2.345 | ₾6.112
- ისლანდია – $2.242 |₾ 5.844
- ნორვეგია – $2.167 | ₾5.648
- მონაკო – $2.164 | ₾5.640
- ცენტრ. აფრიკა – $2.103 | ₾5.481
- დანია – $2.098 | ₾5.468
- ფინეთი – $2.049 | ₾5.341
- ბელიზი – $2.024 | ₾5.275
- ბარბადოსი – $2.022 | ₾5.270
ბენზინის ფასები რეგიონის ქვეყნებში:
- აზერბაიჯანი – $0.588 | ₾1.533
- რუსეთი – $0.687 | ₾1.791
- საქართველო – $1.045 | ₾2.724
- სომხეთი – $1.061 | ₾2.765
- თურქეთი – $1.084 | ₾2.825