საქსტატმა 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს FDI-მ $2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია.
ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რამაც 428 მილიონ დოლარს შეადგინა. მეორე ადგილს ესპანეთი, მესამეს კი აშშ იკავებს.
ქვეყნები, საიდანაც ინვესტიციები შემოვიდა :
- გაერთიანებული სამეფო – 428 მილიონი დოლარი;
- ესპანეთი – 367 მილიონი დოლარი;
- აშშ – 164 მილიონი დოლარი;
- ნიდერლანდები – 146 მილიონი დოლარი;
- ირლანდია – 121 მილიონი დოლარი;
- ჩინეთი – 109 მილიონი დოლარი;
- თურქეთი – 106 მილიონი დოლარი;
- ჩეხეთი – 86 მილიონი დოლარი;
- რუსეთი – 71 მილიონი დოლარი;
- იაპონია- 68 მილიონი დოლარი.
თავად ინვესტიციების შემადგენლობაში წამყვანი ადგილი არსებული ბიზნესების რეინვესტიციებს უჭირავს, რაც 1.28 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო უშუალოდ სააქციო კაპიტალში ჩადებული ინვესტიციების ზომა 686 მილიონი დოლარი იყო.