ველოსიპედით უფასო მგზავრობა 7 მარტიდან შევიდა და 31 მაისამდე გაგრძელდება. დღეში შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლებელი. ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ მგზავრობის საერთო დრო 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.მადრიდში სულ 7,5 ათასი ახალი ელექტროველოსიპედი და 611 სადგური მუშაობს.
მადრიდის მერია იმედოვნებს, რომ მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ავტომობილებზე ხშირად გამოიყენებს. ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ევროპაში სატრანსპორტო სითბური გაზების ემისიათა 72%-ს ავტომობილები გამოყოფენ.
ესპანეთში არაეკოლოგიური ავტომობილების ნაკლებად გამოსაყენებლად მოსახლეობის წამახალისებელი არაერთი ინიციატივა მოქმედებს. კერძოდ, მადრიდის მერია მსუბუქი ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების (ელექტროსკუტერის, ველოსიპედის, მოპედის, ელექტროძრავიანი მოტოციკლის) შესაძენად მოქალაქეებს ღირებულების 50%-მდე უნაზღაურებს. ამასთან, პატარა ესპანურ ქალაქ სანტანდერსში 2021 წლიდან მერია ელექტროველოსიპედის შეძენის მსურველ მოქალაქეებს 350 ევროს უხდის.