ფრანგი მეღვინეები ვენახს გოჭების დახმრებით უვლიან,მეღვინეები მცენარეთა სამკურნალოდ მავნე პესტიციდებს აღარ იყენებენ. ამით გოჭებს ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაში წვლილი შეაქვთ.
ფრანგმა მეღვინეებმა გოჭები ახალი ზელანდიიდან ჩამოიყვანეს. ცხვრებისგან განსხვავებით, რომლებსაც ევროპელები გაზონების მოსავლელად ხშირად იყენებენ, ღორები არა მხოლოდ “ჭრიან” სარეველას, არამედ მიწიდან ფესვებიანად იღებენ, რაც მის ხელახლა ზრდას აღმოფხვრის. ამასთან, ფიზიოლოგიის თავისებურებების გამო გოჭებს თავის მაღლა აწევა არ შეუძლიათ და მოსავალს არ აზიანებენ – ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს
სასოფლოსამეურნეო მიწა ორგანულად ითვლება, თუ მის დასამუშავებლად ხელოვნური სასუქები და პესტიციდები არ გამოიყენება. ნიადაგის აღსადგენად მხოლოდ ბუნებრივ სასუქებს იყენებენ, ხდება მოყვანილი კულტურების სპეციალური კომბინირება და ისინი ერთმანეთს ცვლიან. ამასთან, პარაზიტებთან საბრძოლველად მათი ბუნებრივ მტრები გამოიყენება. ამ გზით ორგანული პროდუქტების მწარმოებლები იცავენ როგორც ნათესებს, ასევე, ბიომრავალფეროვნებას სასოფლო-სამეურნეო მიწების მიმდმებარე ტერიტორიაზე.