შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა- ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სტატისტიკის მთავარი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რაუფ გულიევმა განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.
გულიევის თქმით საკითხი ბაქოში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე გადაწყდა, რომელიც საბაჟო-სატრანზიტო პროცედურის გამარტივების პროექტ Data pipeline-ს მიეძღვნა. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპს ითვალისწინებს.
სატრანზიტო ოპერაციების დროს პორტალზე მითითებული მონაცემები დერეფნის ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი.