ელიტური უძრავი ქონების საერთო ღირებულება მალიბუზე 70 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.საზღვარგარეთული ტაბლოიდები იუწყებიან, რომ ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა, 48 მლნ აშშ დოლარი აიღო სესხის სახით მალიბუზე უძრავი ქონების შესაძენად. სახლის მთლიანი ფასი 70,4 მლნ. აშშ დოლარია.
საოცარი სახლი ფართით 2000 კვ.მ. სუპერმოდელ სინდი კროუფორდის საკუთრება გახლდათ. მან და მისმა მეუღლემ სახლი 2015 წელს შეიძინეს და სამი წლის შემდეგ 45 მლნ. დოლარად გაყიდეს. გასული წლის მარტში მორიგმა მეპატრონემ აღნიშნული სახლის 99.,5 მლნ. დოლარად გაყიდვა სცადა, შემდეგ ფასი 90 მლნ-მდე ჩამოწია, თუმცა შეძლებული მყიდველი არც ისე ადვილი მოსაძებნი აღმოჩნდა. ამ გარემოებიდან გამომდინარე კიმს და მის გუნდს მიეცათ საშუალება, შევაჭრებოდნენ მეპატრონეს და ფასი 70 მლნ დოლარამდე ჩამოიყვანეს.
ხმელთაშუა ზღვის სტილის სახლი 1944 წელს აშენდა, 90-იან წლებში მოდერნიზდა, ხოლო 2016 წელს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სახლის ტერიტორიას ცოცხალი ღობე აქვს გარშემორტყმული. სახლში არის 4 საძინებელი, 5 აბაზანა, აუზი ჯაკუზით, სატრენაჟორო დარბაზი, გარე ტერიტორიაზე კი არის ჩოგბურთის კორტი და ბარბექიუს ზონა. მეზობლად ცხოვრობენ ლეონარდო დი კაპრიო, ნილ დაიმონი და სხვა ცნობილი სახეები.