დღის სიახლეებისიახლეები

გასულ წელს საქართველომ რეკორდულო მოცულობის 323 მილიონი დოლარის მობილური ტელეფონების იმპორტი განახორციელა

0
გაზიარება

საქართველო სმარტფონების ნახევარს UAE-დან ყიდულობს – იმპორტი $155 მლნ-ზე მეტია. 2022 წლის განმავლობაში საქართველომ რეკორდულო მოცულობის 323 მილიონი დოლარის (904 მლნ ლარის) მობილური ტელეფონების იმპორტი განახორციელა. ეს წინა წელთან შედარებით 98 მილიონი დოლარით მეტი იყო.

საქართველო მობილური ტელეფონების ყველაზე დიდ ნაწილს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს.ამის მიზეზია კი ის, არის რომ UAE მსოფლიოში სმარტფონების რეექსპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებს ამარაგებს სმარტფონებით.

2022 წელს იმპორტში UAE-ს წილი გაიზარდა. სულ შესყიდული 323 მილიონი დოლარის ღირებულების სმარტფონებიდან 155 მილიონი დოლარის მობილურები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შემოდის (იმპორტის 48%), მეორე ადგილზე 2022 წელს ჩეხეთი იყო $47 მილიონის იმპორტით, მესამეზე კი ჰონკონგი 32 მილიონი დოლარის იმპორტით.

მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი ჩინეთი და ჰონკონგია, თუმცა საქართველოში მობილურები ძირითადად შუამავალი ქვეყნების გავლით შემოდის.

საქართველო სმარტფონებს ყიდულობს:

  1. არაბეთის გაერთიანებული საამიროები – $155.1 მილიონი დოლარი;
  2. ჩეხეთი – $47 მილიონი დოლარი;
  3. ჰონკონგი – $32 მილიონი დოლარი;
  4. ჩინეთი – $19 მილიონი დოლარი;
  5. ვიეტნამი – $17 მილიონი დოლარი;
  6. ნიდერლანდები – $12 მილიონი დოლარი;
  7. რუსეთი – $9 მილიონი დოლარი;
  8. შვედეთი – $7 მილიონი დოლარი;
  9. ინდოეთი – $6 მილიონი დოლარი;
  10. შვეიცარია – $3 მილიონი დოლარი.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!