YouTube-მა 17 მარტს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშს ყველა შეზღუდვა მოუხსნა.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ლესლი მილერის თქმით, 17 მარტიდან ტრამპის YouTube-არხს „შეზღუდვები აღარ ეხება“ და ყოფილ პრეზიდენტს შეუძლია, ახალი ვიდეოები ატვირთოს.
მისივე განცხადებით, ტრამპის ანგარიშის მიმართ ზუსტად ის წესები იმოქმედებს, რომელიც ყველა სხვა ანგარიშთან მიმართებით მოქმედებს.