დიასახლისი – მაღაზიების ქსელი, რომელიც კომფორტულია ყველა დიასახლისისთვის, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საოჯახო ყოველდღიურობაში საჭირო ყველა ნივთი ერთ სივრცეში.
ბავშვობის ახდენილი ოცნება-შეიძლება ასეც ეწოდოს „დიასახლისს“, რომელიც ანა ზაზაძის მიერ დაარსდა და უამრავ დიასახლის ფართო არჩევანი შესთავაზა. „დიასახლისის“ შექმნის იდეაზე, სირთულეებსა და საწყის ეტაპზებზე Geobusinessnews.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელი ანა ზაზაძე საუბრობს :
„მენეჯმენტი ბავშვობიდან მომწონდა და რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო იზრდებოდა ჩემი სურვილი საკუთარი ბიზნესი მქონოდა. რამდენიმე წლის წინ პირველი ნაბიჯი გადავდგი ჩემი მიზნისკენ და მივიღე გადაწყვეტილება გამეხსნა საკუთარი მაღაზია, რაც იმ დროისთვის არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება იყო ჩემთვის და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს პატარა ნაბიჯი დღეს ამხელა წარმატებამდე მიმიყვანდა. მაღაზია სულ მცირე ფართში გავხსენი, რომელსაც დღესაც ვინარჩუნებ. ეს ადგილი მახსენებს, რომ თავდადებული შრომითა და გულმოდგინებით ერთი გადაწყვეტილება შეიძლება დიდი წარმატების ისტორიად იქცეს. ბიზნეს იდეა ჩემი იყო, სახელი დედამ მოიფიქრა, ლოგო კი დამ შექმნა… ასე გაჩნდა “დიასახლისი”- ანა ზაზაძე, „დიასახლისის“ დირექტორი
“დიასახლისი” არის მაღაზიების ქსელი, რომელიც მეგობრობის ქალაქში გაჩნდა. ეს სივრცე კომფორტულია ყველა დიასახლისისთვის და არა მხოლოდ დიასახლისებისთვის. ეს არის სივრცე, სადაც შესაძლებელია ყველა იმ ატრიბუტის შეძენა, რომელიც საოჯახო ყოველდღიურობაში არის საჭირო
„პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენი მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს, არის სივრცე, სადაც შესაძლებელია ყველა იმ ატრიბუტის შეძენა, რომელიც საოჯახო ყოველდღიურობაში არის საჭირო. ჰიგიენური საშუალებები, სარეცხი საშუალებების ფართო არჩევანი, ტუალეტის ქაღალდები, სველი ხელსახოცები, ჭურჭელი და სხვა ყველაფერი, რაც ოჯახისთვის აუცილებელი არის. ამ ყველაფრის შეძენა კი ჩვენთან ყველაზე დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავრჩეთ მომხმარებლისადმი ერთგული და ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის. მინდა, რომ ჩემი ქსელი უფრო გავაფართოვო და ბავშვობის ოცნების სრულ რეალიზაციას მივაღწიო. მინდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩვენმა ქსელმა შექმნას სივრცე, რომელის პირველი არჩევანი იქნება ქართველი დიასახლისებისთვის.„ვფიქრობ, რომ ის ხარისხი, ღირებულება და მეგობრული გარემო, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, განსაკუთრებულია.“ – ანა ზაზაძე
სიტყვა “დიასახლისი” ერთგვარად მზრუნველობასა და კომფორტის შექმნასთან ასოცირდება, შესაბამისად მაღაზიათა ქსელი „დიასახლისი“ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველა სასურველ ნივთსა და საჭირო ატრიბუტს ერთ სივრცეში გთავაზობთ. მრავალფეროვანი ნივთებისა და მეგობრული გარემოს ნაზავი – სწორედ ეს არის ის მთავარი ნიშა, რითაც დღეს “დიასახლისს” წარმატებულს ხდის.