2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით შინამეურნეობებისთვის გაცემული სესხების ნაწილი გაძვირდა, ნაწილი კი გაიაფდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გაძვირდა იპოთეკური და ავტოსესხი, ლომბარდულსა და სამომხმარებლოზე კი საპროცენტო განაკვეთები მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა.
იპოთეკურ სესხები – 13.15% (იანვარი – 12.21%);
ავტოსესხი – 24.94 % (იანვარი – 24,45%);
ლომბარდული სესხი – 18.28% (იანვარი – 18.36%);
სამომხმარებლო სესხი – 19.43 % (იანვარი – 19.64 %);
სამომხმარებლო სესხი – უზრუნველყოფილი – 14.46% (იანვარი – 13.82%);
სამომხმარებლო სესხი – არაუზრულველყოფილი – 21.19% (იანვარი – 21.19 %).
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ზოგადად სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია. კერძოდ, თებერვალში სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 13.8% შეადგინა, მაშინ როცა მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი – 12.9% იყო.