წლიური ინფლაციის დონემ საქართბელოში 5.3 პროცენტი შეადგინა,რომლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (28.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.6 პროცენტი), თევზეული (10.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-2.4 პროცენტი);
საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებზეც 2023 წლის მარტში ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა:
ხახვი – 110.7%-ით
სიმინდის ფქვილი 67.9%-ით
მწვანე ლობიო – 58.1%-ით
კარტოფილი 49%-ით
საზამთრო 39.9%-ით
ნამცხვარი 36%-ით
ტომატ-პასტა – 32%-ით
ვაფლი კრემით – 31%-ით
მდოგვი – 27.6%-ით
მწვანილი – 27.3%-ით
ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი, სხვადასხვა სერვისი, გართობის, დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.