პროფესიით ეკონომისტის მიერ, წლების წინ შვილისთვის დამზადებული თმისსამაგრი გახდა საფუძველი შექმნილიყი, დახვეწილი, გემოვნებიანი და ხარისხიანი პროდუქციის მაღაზია, „თალას აქსესუარები“, სადაც მომხმარებლებს : ჩანთების, თმისსამაგრების, ნათლობის სახელობით აქსესუარების, ეროვნულ და სადღესასწაულო აქსესუარების(ნაძვის ხის დაქარგულ ბურთებს) შეძენა, როგორც ონლაინ, ასევე რუსთავში მდებარე სამკერვალო სალონში არსებულ შოუ რუმშია შეუძლიათ.
„ბავშვობიდან შეხება მქონდა ხელსაქმესთან, რადგან დედა კერავს და ეს სფერო ჩემთვის უცხო არ იყო, თუმცა არასდროს მიფიქრია,რომ ამ ხაზს გავყოლოდი.შვილისთვის დავამზადე პირველი თმისსამაგრი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება ამ სფერომ და წამოვიდა იდეა, რომ ამ კუთხით ჩემი ბიზნესი გამეკეთებინა.
ჩემს პროდუქციას ხარისხი და ინდივიდუალიზმი გამოარჩევს, ჩვენი მთავარი დევიზია მცირე დროში მომხმარებლის მოთხოვნების სრული გათვალისწინებით შევქმნათ ხარისხიანი პროდუქცია. თვითოეული აქსესუარი მზადდება მომხმარებლის გემოვნებით და სურვილის გათვალისწინებით,მათ შორის ექსკლუზიური აქსესუარებიც“ – თამუნა ძამაშვილი, „თალას აქსესუარების“ დამფუძნებელი
ძალიან მალე კი „თალას აქსესუარები“ ეროვნული ხაზით განვითარებასა და ახალი მოდელების დამატებას გეგმავს,რადგან მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა და ინტერესი სწრაფად იზრდება.