სამხრეთ კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიამ (KFTC) ამერიკული Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet Inc.-ის 42,1 მილიარდი ვონით (32 მილიონი დოლარი) დააჯარიმა, რომლის მიზეზი სამხრეთ კორეის მობილური აპლიკაციების ბაზარზე პლატფორმის One Store Co-ის შევწიროვების მცდელობა გახდა.ინფორმაციას Bloomberg-ი მარეგულირებლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ Google-მა სამხრეთ კორეელ დეველოპერებს, მათ შორის NCSoft-სა და Netmarble-ს, ისევე როგორც ჩინურ კომპანიებს სთხოვა, გამოუშვან ახალი თამაშები ექსკლუზიურად Play Store-ის მეშვეობით საზღვარგარეთ პრომოუშენისა და შემდგომი მხარდაჭერის სანაცვლოდ.
„თამაშების Google-ის ტოპში განთავსება განიხილებოდა, როგორც სამხრეთ კორეის კომპანიების საზღვარგარეთული გაფართოების წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – აღნიშნავს KFTC.
Google უარყოფს რაიმე შეღავათების შეთავაზებას დეველოპერებისთვის, რომლებიც თამაშებს მხოლოდ მისი მაღაზიის საშუალებით ავრცელებენ.
ცნობისთვის, ამერიკული კომპანია სამხრეთ კორეაში მობილური აპლიკაციების ბაზრის დაახლოებით სამ-მეოთხედს აკონტროლებს.