საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება – ამჟამად Brent-ის ფასი 87 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულება კი 83 დოლარის ფარგლებშია.
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ ნავთობის ყოველდღიური წარმოება 1.16 მილიონი ბარელით შეამცირა, რაც OPEC-ის პოლიტიკური დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებს. საერთო ჯამში, OPEC-ის მიწოდება 3.6 მილიონ ბარელამდე დაეცემა, რაც გლობალური მოთხოვნის მხოლოდ 3.7%-ის დასაკმაყოფილებლადაა საკმარისი. მოგეხსენებათ, ენერგეტიკული ბირჟა მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით მუშაობს, OPEC-ის მიერ წარმოების შეზღუდვა კი ბირჟაზე ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს.
ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილესი ენერგომომხმარებელია, რუსეთი კი – მისი მთავარი მიმწოდებელი. ჩინეთში საწვავსა და ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა პირდაპირ უწყობს ხელს რუსული ნავთობის გაძვირებას.
დასავლურ სამყაროში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლი დასასრულს უახლოვდება და სწორედ ამ ზაფხულის დასაწყისიდან, შესაძლოა, აშშ-ის ფედერალური რეზერვი პოლიტიკის შენარჩუნებაზე გადაერთოს, რაც აგრეთვე დადებითად აისახება ენერგორესურსების ფასებზე