მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი – Arcturus-ი, იგივე XBB.1.16 გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალი შტამი უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა და ის ომიკრონის ახალ ქვევარიანტად მიიჩნევა.
მედიის ცნობით, ვირუსი ყველაზე სწრაფად ინდოეთში ვრცელდება და ამ დროისთვის ქვეყანაში მისი 60 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
Arcturus-ი ვარიანტის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად მაღალი სიცხე და ხველება, ჩაწითლებული თვალები სახელდება.