ამერიკული Meta Platforms-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის ჯამური ფინანსური ანაზღაურება 2022 წელს 1%-ით გაიზარდა და 27 მილიონ დოლარს გადააჭარბა – ინფორმაცია კომპანიიის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული.
ცუკერბერგის კომპენსაციამ 27,1 მილიონი დოლარი შეადგინა, 2021 წელს – 26,8 მილიონი დოლარი. ამასთან, წინა წლის მსგავსად, მას არ მიუღია ბონუსები ან აქციები, მისი ხელფასი დარჩა 1 დოლარის ნიშნულზე.
მთლიანი ინდიკატორის ზრდა განპირობებულია გადახდების ზრდით, სხვა საკითხებთან ერთად, კერძო საჰაერო ტრანსპორტის ხარჯების ზრდით 2,28 მლნ აშშ დოლარამდე, პერსონალურ დაცვაზე დანახარჯებმა კი შეადგინა 14,82 მლნ აშშ დოლარი.
წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 81,9%-ით გაიზარდა. ბაზარი Meta-ს 574,3 მილიარდ დოლარად აფასებს.