იტალიის ხელისფლება კულტურული ძეგლების დაზიანება-შებღალვისთვის დიდი ჯარიმის დაწესებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტში განსახილველად შევიდა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს
დამრღვევი პირები 10 000-დან 60 000 ევრომდე დაჯარიმდებიან. ასევე, შესაძლებელია ვანდალების სისხლის სამართლებრივი დევნა.
კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი კლიმატის აქტივისტების მიერ ჩადენილ გახმაურებულ ვანდალიზმს მოჰყვა, როცა ამ თვის დასაწყისში ჯგუფ Ultima Generazione-ის წევრებმა რომის შადრევნის, Barcaccia-ს წყალი შავად შეღებეს.