შემოსავლების სამსახურის ცნობით, ცვლილების თანახმად, აქციზი 1 მლ მსგავს სითხეზე 20 თეთრის ნაცვლად 1 ლარი იქნება. აღნიშნული ცვლილება საგადასახადო კოდექსში უკვე შევიდა და ამოქმედდა.
„სითხეებზე ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის, აქციზის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვრა 1 მლ 1 ლარი, ნაცვლად 0.2 ლარისა,“- აღნიშნულია ცვლილებაში რომელიც უკვე შევიდა საგადასახადო კოდექსში.