პროფესიული კავშირების გაერთიანება შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაცია, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი შემოსავალი 35 009 ლარია.
პროფკავშირების ცნობით, 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, 500 ლარამდე ხელფასი საქართველოში 131 841 ადამიანს აქვს და საშუალოდ თვეში 284 ლარს გამოიმუშავებენ.
ამავე მონაცემებით, 11 055 ყველაზე მაღალშემოსავლიანი დასაქმებული კი თვეში საშუალოდ 35 009 ლარს იღებს.