ალბათ არც თუ ისე ცოტა ადამიანს გსმენიათ, სულ რაღაც ერთი წლის წინ შექმნილ ბარზე, რომელიც უნიკალური სასმელებითა და საფირმო კოქტეილებით გამოირჩევა,რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალურია, სასმელები ჩაკ რულოს და სხვა ქართული ალკოჰოლური სასმელების ბაზებზე მზადდება.
„ჩაკ ბარის შექმნა ჩვენი ალკოჰოლური სასმლის ჩაკ რულოს, იგივე ჩარლზ რულოს ბაზარზე წარმატებული პირველი წლის შემდეგი ნაბიჯია. გადავწყვიტეთ, რომ „ჩაკ ბარის“ სახით ქართული ინოვაციური სასმელებისთვის ახალი პლატფორმა შეგვექმნა, რომლის ავანგარდშიც ჩაკ რულო იქნებოდა.
ჩვენ მაგიდებთან დაახლოებით 40-მდე ადამიანი ეტევა, თუმცა გვაქვს ასევე ბართან დიდი, ღია სივრცე სადაც ძალიან ბევრი სტუმარი ირევა ხოლმე „- აცხადებს ლევან ჩიკვაიძე, „ჩაკ ბარის“ თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი GeoBusinessNews.ge-სთან ინტერვიუს დროს
„ჩაკ ბარი“ ანგრევს მითს, იმის შესახებ, რომ ქართული და განსაკუთრებით, ახალი თაობის სასმელებით ხარისხიანი კოქტეილების დამზადება არ შეიძლება. ინოვაციებსა და უნიკალურობას საფუძვლად უდევს : სასმელების ხარისხი, ინოვაციურობა და კვალიფიციური კადრებისგან შემდგარი გუნდი.
„ჩაკ ბარის“ მცირე გუნდი ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რაც იშვიათობაა ბარის სამყაროში. ვამაყობთ, რომ ჩვენი გუნდის წევრები ასე გრძნობენ ჩვენი ბრენდის ფილოსოფიას და გადასცემენ ჩვენს სტუმრებს. ამ ეტაპზე ფოკუსირებული ვართ უფრო კომფორტული გარემოს შექმნაზე, თუკი ეს კიდევ რაიმე გზით შეგვიძლია და მუდმივად ვფიქრობთ ამაზე. ასევე ვანვითარებთ კვების ნაწილს, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენთან სტუმრობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის“- ლევან ჩიკვაიძე
სიახლეების და ინოვაციების მაძიებლებისთვის „ჩაკ ბარი“ სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენ შეძლებთ იპოვოთ განსხვავებული და სასიამოვნო ქართული სასმელები.
ჩაკ ბარი მდებარეობს ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, ვასილ პეტრიაშვილის # 1