გადაწყვეტილება 9 თვეში შევა ძალაში და ქალებს ქორწინების შემდეგ ქორწინებამდელი გვარის გამოყენების მიზნით სასამართლოში სარჩელის შეტანა აღარ დასჭირდებათ.
თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ თანასწორობის პრინციპის საფუძველზე სამოქალაქო კოდექსის დებულება გააუქმა, რომელიც ქალს ქორწინების შემდეგ ქმრის გვარზე გადასვლას ავალდებულებდა. ინფორმაციას Hurriyet ავრცელებს.
სტამბოლის სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, გააუქმოს დებულება, რომლის მიხედვითაც, „ქალი ქორწინების შემდეგ ქმრის გვარს იღებს, მაგრამ შეუძლია, თავისი გვარი ქმრის გვართან ერთად წინ დართვით გამოიყენოს, რისთვისაც სამოქალაქო რეესტრის ოფისში წერილობითი განაცხადი უნდა წარადგინოს.“ საკონსტიტუციოს მიმართ სტამბოლის სასამართლოს მიმართვის საფუძვლად განმარტებულია, რომ „მაშინ, როცა კაცს შეუძლია, დაბადებისას მიღებული გვარი მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენოს, ქალისთვის იგივე უფლების უარყოფა თანასწორობის პრინციპთან შეუთავსებელია.“