დღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიოს TOP 3 ქვეყანა ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით

0
გაზიარება

ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მეტი ვიზიტორი აშშ-ს, ესპანეთსა და საფრანგეთს ჰყავს. დედაქალაქების გარდა, ტურისტები ამ ქვეყნებში გამორჩეულ არქიტექტურულ ძეგლებს, ე.წ. სთრით ფუდსა და გასართობ ობიექტებს სტუმრობენ.

შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველაზე მონახულებულ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა და წელიწადში დაახლოებით 79 მილიონ ტურისტს იღებს.

ამერიკაში ვიზიტორების მხრივ მესამე ყველაზე პოპულარული ადგილია ორლანდო (ფლორიდა) თავისი გასართობი პარკებით, როგორიცაა Disneyworld და Universal Studios. მეორე ყველაზე პოპულარული ადგილი არის ლას-ვეგასი (ნევადა). ხოლო ყველაზე ხალხმრავალი ადგილია ქალაქი ნიუ-იორკი.

ესპანეთი წელიწადში დაახლოებით 84 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. მესამე ყველაზე ხალხმრავალი ადგილია სევილია, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზითა და ელეგანტურობით.

მეორე ადგილს ესპანეთში დედაქალაქი, მადრიდი იკავებს. ყველაზე პოპულარული კი ბარსელონაა, რომელიც ასევე ცნობილია არქიტექტორ ანტონი გაუდისა და მისი თანამედროვეების ორიგინალური შენობებით.

საფრანგეთი მსოფლიოს ყველაზე ცხელ ტურისტულ ქვეყნად ითვლება და წელიწადში დაახლოებით 89 მილიონ ტურისტს იღებს.

მესამე ყველაზე პოპულარული ადგილი მარსელია. მეორე – ვერსალი. ხოლო პირველ ადგილზე რა თქმა უნდა პარიზი გავიდა, რომელიც ასევე პირველ ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე მონახულებულ ქალაქებს შორის.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!