საქსტატის მონაცემებით, შარშან ექსპორტზე 171,15 ათასი დოლარის ღირებულების 50,11 ტონა ქართული თაფლი გავიდა, წელს კი 196,19 ათასი დოლარის ღირებულების 26,23 ტონა. შესაბამისად თუ 2022 წლის იანვარ-მარტში უცხოეთში ერთი ტონა თაფლი საშუალოდ 3 415 დოლარადა გაიყიდა, წელს პირველ კვარტალში ეს თანხა 7 480 დოლარამდე გაიზარდა. (ზრდა 119%-ია).
2023 წლის იანვარ-მარტში ქართული თაფლი 8 ქვეყანაში გავიდა:
საფრანგეთი – 116 ათასი დოლარი (20,40 ტონა)
ჩეხეთი – 38,33 ათასი დოლარი (2 ტონა)
აშშ – 16,82 ათასი დოლარი (2,38 ტონა)
ნიგერია – 11,98 ათასი დოლარი (0,15 ტონა)
ბურკინა-ფასო – 6,64 ათასი დოლარი (0,29 ტონა)
კანადა – 4,12 ათასი დოლარი (0,41 ტონა)
კამერუნი – 1,80 ათასი დოლარი (0,11 ტონა)
ყაზარი – 0,49 ათასი დოლარი (0,49 ტონა)