ბოლო 3 წელიწადში საქართველოში კატალიზატორების ექსპორტი (ღირებულებით ნაწილში) 13 557%-ით ანუ 136-ჯერ აღემატება იმპორტს. ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ პარლამენტის წევრის მიხეილ დაუშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ მონაცემებშია აღნიშნული.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებიდან ჩანს,რომ 2020 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 477 617 დოლარის ღირებულების 21 192 კატალიზატორი შემოვიდა, იმპორტი ჯამში 28 ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა განახორციელა. მაშინ როცა, ამავე საანგარიშო პერიოდში კატალიზატორების ექსპორტმა 286 373 ცალი შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში – 65 228 454 აშშ დოლარია.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე 97 776 545 აშშ დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ჯამში 37 ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა განახორციელა.