მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს მოსავალი შავი ზღვის ყველაზე მნიშვნელოვანი პორტებით ექსპორტზე გაიტანოს, კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა.
თურქეთისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შუამავლობით შეთანხმება 120 დღით უნდა გახანგრძლივებულიყო, თუმცა მოსკოვი მხოლოდ 60 დღეს დათანხმდა. ნაკლები დროით განახლება კი მოვაჭრეებისა და გემების მფლობელებისთვის ბუნდოვან ჰორიზონტს ქმნის
გადაწყვეტილების გასაჯაროვებისთანავე ხორბლის ფასმა დაღმასვლა დაიწყო და ამჟამად ჩიკაგოს ხორბლის ფიუჩერსების ფასი 596 აშშ დოლარამდეა, რაც მცირედით აღემატება მიმდინარე წლის 2 მაისს დაფიქსირებულ 2-წლიან მინიმუმს.
ხორბლის ფასი 2022 წლის პიკიდან, 1,273 დოლარიდან თითქმის 53%-ითაა გაიაფებული.
თურქი და უკრაინელი ოფიციალური პირების ბოლო ინფორმაციით, შეთანხმება, შესაძლოა, კიდევ 2 თვით გახანგრძლივდეს, რაც ფასებზე ასევე აისახება.
2022 წლის ივლისში მიღწეულმა შეთანხმებამ კი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტი უზრუნველყო და ექსპორტის განახლების შესაძლებლობა გააჩინა.