საქართველოში შემოსავლებს შორის განსხვავება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,1 პუნქტით შემცირდა და 0.36 ნიშნულს მიაღწია – საქსტატი
ჯინის კოეფიციენტის შემცირება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. აქამდე ჯინის კოეფიციენტის ყველაზე მცირე მოცემულობა 2020 და 2021 წლებში დაფიქსირდა და მაშინ 0.37-ს შეადგენდა.
ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღეისთვის ეს განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ადეკვატური საშუალებაა. ჯინის კოეფიციენტი ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, რომელიც 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. მაგალითად, თუ ჯინის კოეფიციენტი 0-თან ახლოს ან 0-ის ტოლია, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებს შორის განსხვავება საერთოდ არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 1-თან ახლოს ან 1-ის ტოლია, მაშინ მოსახლეობის შემოსავლებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია.