დღის სიახლეებისიახლეები

ცვლილებები, რომლებიც 1 ივნისიდან საქართველოში ამოქმედდება

0
გაზიარება

2023 წლის ივნისიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, ესენია:

1-ლი ივნისიდან დამსაქმებლებს ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ

მთავრობამ “ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

რეგლამენტი ადგენს ძირითად უსაფრთხოების ნორმებს ტვირთის ხელით აწევა, გადატანასთან (განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკის პირობებში) დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. დადგენილება 2023 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება

სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელ ივნისამდე დანერგოს. ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე: სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია; აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია; ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება; კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება; მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება; საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია; პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე.

HACCP-ის სტანდარტი სავალდებულო იქნება არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაზე, ბურბუშელას წარმოებაზე, ფქვილის, ბურღულეულის წარმოებაზე, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაციაზე, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოებაზე; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოებაზე, პურის დისტრიბუციაზე, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობაზე, საკონდიტრო წარმოებაზე, შოკოლადის წარმოება, წისქვილი; საკონსერვო წარმოებაზე; სუნელ-სანელებლების წარმოებაზე, დაფასოებაზე, შენახვაზე, რეალიზაციაზე; საკვებდანამატების წარმოებაზე, შენახვაზე, რეალიზაციაზე; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოებაზე, დაფნის ფოთლის წარმოებაზე, რეალიზაციაზე; უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოებაზე, ყავის და ჩაის გადამუშავებაზე, რეალიზაციაზე, დისტრიბუციაზე, ცენტრალიზებული წყალმომარაგებაზე; შაქრის, მარილის წარმოებაზე; გამომშრალი ხილის წარმოებაზე, ჩიფსის წარმოებაზე.

საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება

საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვას შეუწყობს ხელს და ფერმერები შეძლებენ, როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის რეალიზებას. ამასთან, ბიზნესსექტორის და მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, შეჯერდნენ ისეთ პირობებზე, რომ პურზე ფასის ზრდაც არ არის მოსალოდნელი.

A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ლი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. როგორც დეედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყო A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ.

დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

დედაქალაქში A კატეგორიის ტაქსებზე ლიცენზია უკვე 2 თვეა განსხვავებული პრინციპით გაიცემა. 1-ლი აპრილიდან ამ ტიპის ლიცენზიას მხოლოდ ის იღებს, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა. ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა შესაძლებელია.

1 ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება

1-ლი ივნისიდან სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ვიტამინებისა და მინერალების ჩამონათვალი და მათი ქიმიური ფორმები, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია სურსათის (სასურსათო) დანამატების წარმოებაში.

“სასურსათო დანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის (სასურსათო) დანამატებში ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებულ სადღეღამისო მოხმარების მაქსიმალურ რაოდენობას; უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარს, რომელიც დადგენილია სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რისკის მეცნიერული შეფასებით და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით. რეგლამენტი განსაზღვრავს პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და მისი ეტიკეტირების წესს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!