დღის სიახლეებისიახლეები

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია 10 ივნისს დაიწყება

0
გაზიარება

თბილისის მერია 10 ივნისიდან, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს, ასფალტის საფარი 1 600 მეტრ სიგრძეზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება.

„ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ცხადია, უამრავი გამოწვევა არსებობს და ეტაპობრივად მივყვებით. გვინდა, ყველა იმ ქუჩისა და გამზირის მოწესრიგება-განახლება, რომელიც პრობლემურია და პრიორიტეტულია. 10 ივნისიდან ვიწყებთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პირველ რიგში, შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მოწესრიგებას საჭიროებს. 1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი. დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„მინდა, დედაქალაქის მცხოვრებლებმა იცოდნენ, რომ ყველა პროექტი კეთდება ფუნდამენტურად და გვინდა, რომ ათეულ წლებს გაუძლოს. ცხადია, ამ მასშტაბის სამუშაოებს ახლავს დისკომფორტიც, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ბევრი ქუჩა და გამზირი გვაქვს პრობლემური, მათ შორის, რუსთაველის გამზირი. მიწისქვეშა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია. ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ამის გამო კონკრეტულ ადგილებში მიწა ჩავარდა. რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირსაც სრულ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყო.

„ჩვენ ასევე, მონიტორინგს ვუწევთ ქალაქში არსებულ ხიდებს. ეს ხიდი იყო მძიმე მდგომარეობაში, საჭიროებდა ჩარევას. შესაბამისად, დავიწყეთ კონკრეტული პროექტი. ორი კვირის განმავლობაში, სავალი გზის ერთ ნაწილზე მოძრაობა დროებით იქნება შეზღუდული. შემდეგ მეორე მხარეს გადავალთ. ვეცდებით, რომ ხიდი უახლოეს მომავალში მოწესრიგდეს და მისი გამოყენება საფრთხეს არ წარმოადგენდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!