„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 244.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 16.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.4 პროცენტით და 167.9 ლარს უტოლდება.
ადგილობრივი ვიზიტორების მიერ 2023 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების განაწილებას კატეგორიების მიხედვით:
- საყიდლები – 90.5 მლნ ლარი (ვიზიტზე – 62.1 ლარი);
- საკვები და სასმელი – 50.5 მლნ ლარი ( ვიზიტზე – 34.7 ლარი);
- ტრანსპორტი – 48.2 მლნ ლარი (ვიზიტზე – 33.1 ლარი);
- განთავსება – 12.6 მლნ ლარი (ვიზიტზე – 8.7 ლარი);
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 2.9 მლნ ლარი (ვიზიტზე – 2 ლარი);
- სხვა – 39.9 მლნ ლარი (ვიზიტზე – 27.4 ლარი).