SGBA – Berozas wine cellar/მარანი ბეროზას ღვინო წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარეობს მარანი Berozas wine cellar/მარანი ბეროზას ღვინო, რომელიც ითვლის 200 წელს
მასში არსებული ქვევრები 30 ტონა ღვინოს იტევს და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე
მარანი სტუმრებს სთავაზობს შვიდი სახეობის ღვინის დეგუსტაციას, ქართულ (კახურ) ტრადიციულ სამზარეულოს, თათარისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ხალხური სიმღერის და ცეკვის ანსამბლის მოწვევა, ასევე გიტარის თანხლებით ქალაქური სიმღერების შესრულება.
დაინტერესებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
მობ: 593 75 08 67
Fb: Berozas wine cellar/მარანი ბეროზას ღვინო