თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სტატისტიკის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები თანხობრივად წლების განმავლობაში შეადგენდა:
2021 წელს – 6 164 730 ლარს;
2022 წელს – 12 840 530 ლარს;
2023 წელს (1 მაისამდე) – 10 923 500 ლარს.
ხოლო გამოწერილი ჯარიმების ოდენობას, პარკირების წესების დარღვევისათვის გამოწერილია შემდეგი რაოდენობის ჯარიმები:
2021 წელს – 572 379;
2022 წელს – 773 918;
2023 წელს (1 მაისამდე) – 214 716.
თავად პარკირების ადგილების რაოდენობა შემცირდა, ამჟამად, დედაქალაქში არის 9 418 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი და 18 249 სტანდარტული საპარკინგე ადგილი;
2021 წლის ბოლოს, სულ საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 29 474, მათ შორის ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 5 868, ხოლო სტანდარტული საპარკინგე ადგილების რაოდენობა – 23 606;
2022 წლის ბოლოს, სულ საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 28 553, მათ შორის ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 9 468, ხოლო სტანდარტული საპარკინგე ადგილების რაოდენობა – 19 085.
2022 წლის სექტემბრიდან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა, ასევე სანქციები გაიზარდა დგომა-გაჩერების სხვა შემთხვევებზეც, კერძოდ: ავტომობილის ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, იწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.
მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსისა და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი კი, დაუყოვნებლივ ექვემდებარება ევაკუაციას.