SGBA – წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წარმატებული ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო, რომლებიც ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული.
კონფერენციაზე Success card – ის, როგორც HR პროდუქტის პრეზენტაცია მოეწყო.
” მოვიდა დრო, როდესაც აქტუალურია ვიფიქროთ თანამშრომლების კეთილდღეობაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, თუ როგორ უნდა შევთავაზოთ ადამიანებს განსხვავებული სიკეთეები, რომელიც მორგებული იქნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რადგან ეს არ იყოს კოლექტიური. ადამიანი ინდივიდუალურად უნდა სარგებლობდეს იმითი, რაც მათ სურთ.
ჩვენი შეხვედრა ასევე არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო ჩემი კოლეგებისთვის, რომ გავცნობოდით Success card – ის (წარმატების ბარათი), როგორ HR პროდუქტის უპირატესობებს და შესაძლებლობებს ” – თეონა ბაღათურია