რიგით მესამე შავი ზღვის ღვინის ფესტივალი 11-12-13 აგვისტოს, ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც დიდი წარმადობის მქონე ღვინის კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო წარმადობის მარნებს.
ღვინის ფესტივალის მიზანს ხარისხზე ორიენტირებულ მეწარმეთა მხარდაჭერა წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ღვინის მასტერკლასი პროფესიონალი დეგუსტატორის მიერ, ასევე მუსიკალური ნომრები და სხვადასხვა აქტივობები.
ფესტივალზე წარსადგენი ღვინოების შერჩევას განახორციელებს „ქართული ღვინის გილდიის“ სადეგუსტაციო კომისია. ღვინოს, რომელიც შეფასდება არანაკლებ 80 ქულით, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ფესტივალში.
ფესტივალზე მონაწილე თითოეულ ღვინის ნიმუშს გადაეცემა ქულასთან შესაბამისი სიგელი და ბოთლზე დასაკრავი 100 ც. სტიკერი.
ფესტივალი აჭარაში მყოფ დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს გაეცნონ და დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაყენებული ხარისხოვანი ღვინოები. ასევე შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ მწარმოებლებისგან და ყოველგვარი ფასნამატის გარეშე, შეიძინონ მათთვის სასურველი სასმელი.
მასტერკლასზე წარდგენილი იქნება “ქართული ღვინის გილდიის” სადეგუსტაციო კომისიის მიერ არანაკლებ – 87 – ქულით შეფასებული ღვინოები.
🍷ღონისძიების პარტნიორები არიან:
- საქართველოს კულტურის ცენტრი • Georgian Culture Centre
- შპს ქართული ღვინის გილდია
- Topgeorgianwine
- ტურიზმის ადმინისტრაცია
- ბათუმის ბულვარი
🍷დეგუსტაციისთვის ღვინის ნიმუშის დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე⤵️
📞577 12 21 18