2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 80 თეთრით გაიზარდა და 254,5 ლარს შეადგენს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 254,5 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 253,7 ლარს შეადგენდა.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 80 თეთრით არის შემცირებული. 2022 წლის ივნისში საარსებო მინიმუმი 255,3 ლარს შეადგენდა.