კომპანია Amazon-ი, რომელიც ქსელს ფლობს, ხელის გულის ამომცნობ სისტემა Amazon One-ს 500-ვე მაღაზიაში წლის ბოლომდე დანერგავს. ამერიკული სუპერმარკეტების ქსელ Whole Foods-ის მომხმარებლებს თანხის გადახდა ხელის მარტივი მოძრაობით უკვე ყველა მაღაზიაში შეეძლებათ.
Whole Foods-ის მომხმარებლებს, რომლებიც Amazon One-ს გამოიყენებენ, თანხის გადასახდელად აღარ დასჭირდებათ საფულე ან ტელეფონი. მათ მოწყობილობაზე უბრალოდ ხელი უნდა გადაატარონ, ხელის ანაბეჭდის მეშვეობით კი, მაღაზიების ქსელი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის მონაცემებს მიიღებს.
მსგავს ტექნოლოგიას ასევე იყენებს კაფეების ქსელი Panera Bread და სპორტული სტადიონები, როგორიცაა Coors Field.
სისტემის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ, Amazon-ი აცხადებს, რომ მომხმარებლების მონაცემები დაცულია Amazon Web Services-ის ღრუბლოვან სისტემაში და მათზე წვდომა მესამე მხარეს არ აქვს.
ინფორმაციისთვის, Amazon-მა ეს ტექნოლოგია 2020 წელს გამოუშვა და ამჟამად ხელმისაწვდომია Whole Foods-ის 200-ზე მეტ მაღაზიაში.