იდეა, რომ საქართველოში ძველი ველური დასავლეთის მსგავსი რესტორანი ყოფილიყო, ორიგინალურობით ნამდვილად გამოირჩევა – ადგილი, სადაც ყოველი დეტალი და ორნამენტი სტუმარს მისცემდა შესაძლებლობას ემოგზაურა ძველ ამერიკაში, ტეხასში და დალასში, იქ, სადაც ნამდვილი კოვბოები ცხოვრობდნენ.
იდეამ მალევე ჰპოვა განვითარება და ბათუმში შეიქმნა რესტორანი, რომლის ანალოგიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც კი არ არსებოს. 500 პერსონაზე გათვლილი რესტორანი „Wild West“ მომხმარებლებს სთავაზობს: უგემრიელეს ქართულ და მექსიკურ კერძებს, ორიგინალურ და განსხვავებულ გარემოს, ცოცხალ მუსიკას, ვერანდას, 10-20 ადამიანზე გათვლილ კუპეებს-ინდივიდუალური ეზოებით, პაბს სპორტისა და ლუდის მოყვარულებისთვის, VIP დარბაზებს ბიზნეს კლასის შეხვედრებისთვის, ულამაზეს გამწვანებულ ეზოსა და პარკინგს.
„Wild West – ის შექმნის იდეას საფუძვლად დაედო მოგზაურობა ძველ ამერიკაში, ტეხასში და დალასში. ის უჩვეულო გარემო, მომსახურეობის ხარისხი, მრავალფეროვანი მენიუ, ფასები და გართობის მრავალფეროვანი სივრცეები განაპირობებს „Wild West“ – ის უნიკალურობას. გარდა გართობისა და დაბალი ფასებისა, ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ დროში მოგზაურობა და სრულიად თვალსაჩინოდ წარმოდგენა, ძველ ტეხასში შერიფების, კოვბოების და ინდიელების ქალაქში. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი ნებისმიერ სივრცეზე, ზედმეტი გადასახადების გარეშე, რაც მთავარია, ეს ყველაფერი განსხვავებულ და დაბალ ფასად „ – ნუკრი ბედინაძე, რესტორან „Wild West-ველური დასავლეთის“ მენეჯერი
რესტორანი „ველური დასავლეთი“ გახსნის დღიდან მუდმივად განვითარებაზე და განახლებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად რესტორანი სტუმრებს მუდმივად სთავაზობს განსხვავებულ და ორიგინალურ სივრცეებს საუკეთესო ფასებში და ინარჩუნებს იმ მთავარ ნიშას და გარემოს, რომელიც ყველა სტუმარში აღტაცებას იწვევს.