წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად გთავაზობთ Success Card (წარმატების ბარათი), რომელიც კონპანიაში დასაქმებულთა წახალისებასა და მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფს. დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა წამყვანი კომპანიების 1 000 -მდე ობიექტში 50% – იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
Success Card – არანაირი სამომავლო დაგროვების პრინციპი, ფასდაკლებები აქ და ახლა!
დღეს მსოფლიოში, კომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს, დასაქმებულებს შეუქმნას დამატებითი ბენეფიტები, შეაჩეროს ადამიანური რესურსების გადინება, აგრეთვე დროულად მოახდინოს მისთვის სასურველი კანდიდატების მოძიება.
კორპორატიული ბენეფიტი არის ნებისმიერი ტიპის დამატებითი სარგებელი, რომელსაც დამსაქმებელი სთავაზობს დასაქმებულს სახელფასო ანაზღაურების გარდა. ეს აძლევს შესაძლებლობას კომპანიას ჰყავდეს კმაყოფილი, მოტივირებული და პროდუქტიული თანამშრომელი.