დღის სიახლეებიმეღვინეობაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეებიტურიზმი, დასვენება და გართობა

თემის მარანი – ტრადიციული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული 3 სახეობის ორგანული, ბიო ღვინოები

0
გაზიარება

1991 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემში დაფუძნდა საქველმოქმედო კავშირი თემი, ხოლო ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად სოციალური საწარმო “თემის მარანი”, ვენახი გაშენებულია 6,7 ჰექტარზე, დარგულია ტრადიციული ვაზის ჯიშები: საფერავი და რქაწითელი.

„თემის მარანი“ 24 ქვევრისგან შედგება, რომელთა საერთო მოცულობა 50 ტონას შეადგენს, ხოლო წელიწადში კარგი მოსავლის პირობებში შესაძლებელია 30 000 ბოთლი ღვინის წარმოება.

თემის მარანი“ გთავაზობთ 3 სახეობის ქვევრის ორგანულ /ბიო ღვინის დეგუსტაციას:

  • რქაწითელი
  • საფერავი
  • ქინძმარაული

თემის ვენახი და ღვინო სერტიფიცირებულია ევროპაში აკრედიტირებული ორგანიზაციის “კავკაზსერტ” მიერ(სერტიფიკატი #CC-AB-063-031). სხვადასხვა წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე “WinExpo Georgia” თემის ბიო ღვინო რქაწითელი 2012 დაჯილდოვდა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.

„თემის მარანი“ ასევე გთავაზობთ :

  • საოცარი ღია ტიპის რესტორანი, კუპე 12 პერსონაზე ნებისმიერი სეზონისთვის. აქვეა სივრცე კულინარიული გაკვეთილებისთვის და ხით შესრულებული ბარით;
  • რესტორანში მხოლოდ ბიო პროდუქტები მზადდება;
  • სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ველოტურის სამი მარშრუტით;
  • ველომარშრუტი გადის ვენახებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე;
  • სამივე მარშრუტი მარკირებულია და შესაძლებელია მობილური აპლიკაციით სარგებლობაც;
  • რესტორანს და ველოგაქირავებას, რომელიც ინოვაციური მოვლენაა აღმოსავლეთ საქართველოში;
  • თემის მარანში შესაძლებელია განხორციელდეს ხინკლის მოხვევისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასებიც.

შემოსავალი მთლიანად ხმარდება თემში მცხოვრები სხვადასხვა სოცილურად დაუცველი პირების საჭიროებებს.

„თემის მარანის“ვებგვერდი : www.temi-community.org

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!