2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 269 საავადმყოფო, საწოლფონდი კი 17.9 ათასს შეადგენდა, რაც 13.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ჰოსპიტალიზირებული პაციენტის საშუალო დაყოვნების პერიოდი 5.1 დღე იყო, შედარებისთვის 2022 წელს დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა 6.2 დღე იყო.
2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 23.9 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ – 22.0 ათასი.
“წინა წელთან შედარებით პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები გაიზარდა 41.7 პროცენტით, სასუნთქი სისტემის დაავადებები – 36.0 პროცენტით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები – 12.5 პროცენტით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები – 11.3 პროცენტით, ხოლო კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები – 9.0 პროცენტით. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2015 წელს დაფიქსირდა.
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილებისა და თვალისა და მისი დანამატების დაავადებები,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
2022 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.2 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.